LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მასობრივი გუნდაობა ვაშინგტონის ცენტრში

604

ამერიკის შტატებში მოსულმა დიდმა თოვლმა შტატების მოქალაქეები გაამხიარულა.

სოციალურ ქსელებში უამრავი ფოტო და ვიდეო ვრცელდება, თუ როგორ ერთობიან პარკებში შეკრებილი ადამიანები და გუნდაობენ.

ერთ-ერთი ასეთი მასობრივი გუნდაობა კი გუშინ ვაშინგტონში, სავაჭრო ცენტრის გარეთ, სმითსონის ინსტიტუტის მახლობლად გაიმართა.

ვიდეო რობერტ ფაინმა გადაიღო და მალევე სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა.

“სნომიკრონის ბრძოლა” ასე ერქვა პერფორმანსს, რომელიც ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული, მთავარი მოწოდება კი იყო – ყურადღება მიაქციონ კოვიდპანდემიას და დაიცვან სოციალური დისტანცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები