მსახიობი ია სუხიტაშვილი გადაცემის “მთავარ როლში” სტუმარია, სადაც საკუთარი კარიერისა და პროფესიისადმი დამოკიდებულების შესახებ საუბრობს.
როგორც მსახიობი გადაცემის წამყვან, ეკა ამირეჯიბთან დიალოგისას აღნიშნავს, ბევრი რამ სმენია, რასაც მის შესახებ ზურგსუკან საუბრობენ.
“ძალიან ბევრი რამ მსმენია ჩემს შესახებ რასაც საუბრობენ. “მასთან მუშაობა შეუძლებელია, ისეთი მძიმეა”. მე არასოდეს მიმიცია ჩემი თავისთვის იმის უფლება, რომ სამსახურში მოუმზადებელი მივიდე, თუნდაც ფიზიკურად. ეს პროფესია ძალიან ჰიგიენურია. პირიქით, აქეთ შემიძლია გკითხო, რამდენად კომფორტულია შენთვის მუშაობა ადამიანთან, რომელიც კარგად მომზადებულია და შეუძლია დაგაზღვიოს, ნაფიქრი აქვს.
არ მესმის, ასეთ ადამიანებს რატომ მიიჩნევენ რთულად. შეიძლება, მე მინდა შენამდე სიმართლე მოვიტანო და ეს უხეშად გამომივიდეს. ასეთი სიტუაციებიც მქონია, თუმცა არა მიზანმიმართულად. ეს საწყენი არ არის. თუკი შეუძლია პარტნიორს დახმარება, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება. ბევრია ისეთი კოლეგა, რომლებიც ძალიან სწორი რჩევებით ყოფილან. ამისთვის დღემდე მადლიერი ვარ”, – საუბრობს ია სუხიტაშვილი.
ამავე თემაზე:
არ ვფიქრობ ხოლმე ავიღებ თუ არა ჯილდოს იმაში, რასაც ვაკეთებ: ია სუხიტაშვილი
ის რა ლექსებსაც აძალებთ რომ იწავლონ აი ეგააა სიდებილე და არა გოგებაშვილი და ილია – ია სუხიტაშვილი