LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მასწავლებელი ყოველდღე ათობით კილომეტრს გადის, რათა მოსწავლეებს სკოლიდან უფასო საკვები მიუტანოს

127
PRI-148828402

ინგლისელი მასწავლებელი, ზეინ პოულსი ყოველ დილით ძალიან ადრე დგება,  78 ,,ლანჩ ბოქსს” აკეთებს და იმ ბავშვებისთვის მიაქვს, ვისაც განსაკუთრებული საჭიროებების გამო სკოლაში უფასოდ კვებავენ. ლანჩის ყუთი – სენდვიჩის, ხილის და ტკბილეულისგან შედგება.

პედაგოგისთვის საჭმლის დარიგება არავის დაუვალებია, თუმცა ის თავს ვალდებულად თვლის, რომ მოსწავლეებზე ზრუნვა განაგრძოს და მათ სახლში უსაფრთხოდ ყოფნის საშუალება მისცეს.

„მძიმე ჩანთებით ცარიელ ქუჩებში გადაადგილება მარტივი არ არის, თუმცა ბევრი ოჯახის გახარება ამად ნამდვილად ღირს. სახლში დარჩენით ისინი არამხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების უსაფრთხოებაზეც ზრუნავენ“, – ამბობს მასწავლებელი.

მისტერ პოულსი საკვებს უკვე სამ კვირაზე მეტია რაც არიგებს და ადგილობრივ გმირადაც კი იქცა. მას ბავშვები გამამხნევებელი და მადლიერებით აღსავსე პლაკატებით ხვდებიან ხოლმე.

საკვების დარიგებაში სკოლის დირექტორიც აქტიურადაა ჩართული და მან საკუთარ თავზე ის ოჯახები აიღო, ვინც ძალიან შორს ცხოვრობს და მათთან ყოველდღე საკუთარი მანქანით დადის.

აღსანიშნავია, რომ საშუალო სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა სოციალურად დაუცველია და მათზე სახელმწიფო ზრუნავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g