LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მასწავლებლის როლი ის არის, რომ კითხვა გახადოს საინტერესო და მეგობრულ პროცესად აქციოს და არა იძულებად“ – რას ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, გვანცა კორტავა

124
გვანცა კორტავა

„მასწავლებლის როლი ის არის, რომ კითხვა გახადოს საინტერესო და მეგობრულ პროცესად აქციოს, არა იძულებად“, – ამის შესახებ გადაცემაში, „დიდი შესვენება“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, გვანცა კორტავა საუბრობს.

კორტავა ჰყვება, როგორ უნდა გავხადოთ ბავშვებისთვის კითხვა საინტერესო და სასურველი:

„ბავშვი როცა ხვდება, რომ წიგნი არის საინტერესო, ახლობელი ემოციაა და ნაცნობი გამოცდილებაა, უკვე მისთვის კითხვა ბუნებრივად ხდება სასურველი და არა ვალდებულება. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ თუ კითხვა ასოცირდება მხოლოდ ვალდებულებასთან, შეფასებასთან, დავლებასთან მაშინ მოსწავლისთვის იგი ხდება ტვირთი. მაგრამ, თუ კითხვა ასოცირდება თავისუფალ აზრთან, აღმოჩენასთან, დიალოგთან, განსაკუთრებით კი ემოციასთან, მაშინ უკვე იგი ხდება მისი შინაგანი მოთხოვნილება და მასწავლებლის როლი რა არის, რომ გახადოს კითხვა საინტერესო, მეგობარი გახადოს და არა ვთქვათ იძულებითი პროცესი“, – ამბობს გვანცა კორტავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g