ტელესახე და მსახიობი, ნანუკა გულუა ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდა.
უსაყვარლესი შვილების კადრები სოციალურ ქსელში ნანუკამ თავად განათავსა.
„გილოცავთ შობა-ახალ წელს! 🎄✨დაესწარით მრავალს ბედნიერად!
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ბარაქას და დიდ სიყვარულს 2026 წელს“, – წერს ნანუკა გულუა.
საოჯახო ფოტოს სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება და მილოცვა ახლავს თან:
„ტკბილებო, ვაფრენ ბავშვებო თქვენზე… მათი ჟრიამულით და სიხარულით სავსე ყოფილიყოს ახალი წელი თქვენი ოჯახისთვის! გილოცავთ… საოცრება ბავშვები… გილოცავთ… მრავალს დაესწარით…“ – წერენ სოციალურ ქსელში.
