LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე, ალბათ, შემიძლია, რომ მისთვის კარგი მეგობარი ვიყო, ვიდრე მამა… რაც ერთად უნდა გაიარონ მშობლებმა და ბავშვმა, ეს ეტაპი დაკარგული მაქვს, პირველ სიტყვას მამას ვეღარ იტყვის…“ – გიორგი ნაზღაიძე შვილის შესახებ, რომელიც არასდროს უნახავს

166
8a60faa6-b148-4c56-b684-4ca617ebd2c9

გიორგი ნაზღაიძე თამუნა მუსერიძის პოდკასტში საუბრობს იმის შესახებ, რომ თავის შვილთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ეტაპი დაკარგული აქვს:

„ამდენი წელია, ბავშვის ფოტო არსად არის დადებული. არც მის გვერდზე, არც მისი დების და ძმების გვერდზე, არც დედის გვერდზე. მგონია, რომ მე მგავს და ამიტომ. ერთადერთი ფოტო დაიდო თავიდან, პროფილშია… ჩემი ბავშვობის თმა, ცხვირის ფორმა, წარბის ფორმა, ყველაფერი ჩემია… მგონია, რომ დრო ყველაფერს დაალაგებს. აქედან აშშ-ში ვერაფერს ვიზამ… მინდა, ბავშვზე უფლებები მოვიპოვო, მინდა შვილთან ურთიერთობა. მომცენ უფლება, რომ დავრწმუნდე, რომ ჩემი შვილია…

არ გამომიცდია მამობა… ეს იქნება დიდი ტყუილი, რომ გითხრა, მინდა, მამა გავხდე-მეთქი. ამდენი წლის მოთხოვნა მინდა დავიკმაყოფილო, რომ დავმშვიდდე და შემდგომ, რაც გენეტიკურად ჩემი ნაწილია, მასთან მქონდეს კომუნიკაცია, ეს იქნება მამობრივი თუ მეგობრული, ამას უკვე დრო გვიჩვენებს…

ამდენი დაკარგული წლის აღდგენას ვერასდროს ვერავინ შეძლებს… ცხოვრების ყველა ეტაპს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ბავშვობის ეტაპზე სხვა არის ადამიანი, დიდობის ეტაპზე – კიდევ სხვა… რაც ერთად უნდა გაიარონ მშობლებმა და ბავშვმა, ეს ეტაპი დაკარგული მაქვს. პამპერსს ვეღარ გამოვუცვლი,პირველ სიტყვას მამას ვეღარ იტყვის, ის სითბო, რომელიც იმ პერიოდში უნდა მიგეცა, ესეც დაკარგულია. მე, ალბათ, შემიძლია, რომ მისთვის კარგი მეგობარი ვიყო, ვიდრე მამა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g