LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე ასეთი როგორიც ვარ, შემქმნა ჩემმა ქმარმა, შთამაგონა, რომ დამოუკიდებელ ქალს ყველაფერი შეუძლია… 30 წელია ქორწინებაში ვარ, მომიტაცეს, ლატარიაა ცხოვრება“ – ნინო მუსერიძე მეუღლეზე

730
ნინო მუსერიძე

„30 წელია ქორწინებაში ვარ, მომიტაცეს, ლატარიაა ცხოვრება, ეს ადამიანი აღმოჩნდა იმაზე უკეთესი ვიდრე შევარჩევდი“ – ამის შესახებ ნინო მუსერიძემ ისაუბრა.

ცნობილი ექიმი, ემბრიოლოგი და მორფოლოგი „ნანუკას ჟორჟოლიანის შოუს“ სტუმრობდა. 

ნინო მუსერიძემ გადაცემაში ისაუბრა კარიერასა და პირად ცხოვრებაზე, თუ რა გზა გაიარა და რა ძალისხმევა დასჭირდა თავის დასამკვიდრებლად დღემდე:

„მე სიცოცხლეს ვუყურებ მიკროსკოპით, რეალურად ეს მიკროსკოპი ჩემი ცხოვრების არსი იყო ყოველთვის… 4 000 ბავშვზე მეტი გაჩნდა ჩემი დახმარებით… დავაარსე ფონდი დახმარებისთვის სიკეთისთვის…

30 წელია ქორწინებაში ვარ, მომიტაცეს, ლატარიაა ცხოვრება, ეს ადამიანი აღმოჩნდა იმაზე უკეთესი ვიდრე შევარჩევდი… 
მე ასეთი, როგორიც ვარ, შემქმნა ჩემმა ქმარმა, დამოუკიდებელი. შთამაგონა, რომ მე ყველაფერი შემიძლია… ის რომ დამოუკიდებელ ქალს ყველაფერი შეუძლია, ეს მომცა ჩემმა ქმარმა, რომელიც სულ ამბობს ჩემზე, რომ როგორც სპარტანელი ისე გავზარდეო და მართლაც ასეა, რთული ცხოვრება გავიარეთ ერთად , ის იყო 22 წლის მე კი 18 წლის, ერთად გავიზარდეთ“ – თქვა  ნინო მუსერიძემ.

,,მე ასეთი, როგორიც ვარ, შემქმნა ჩემმა ქმარმა. შთამაგონა, რომ მე ბევრი შემიძლია." – ნინო მუსერიძე

,,მე ასეთი, როგორიც დღეს ვარ, შემქმნა ჩემმა ქმარმა, დამოიკიდებელი. შთამაგონა, რომ მე ყველაფერი შემიძლია." – ნინო მუსერიძე ⭐️ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე: https://instagram.com/nanukashow 🌟 ნანუკას 𝗧𝗶𝗸𝗧𝗼𝗸 გვერდი: https://www.tiktok.com/@nanukashow

Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ოთხშაბათი, 29 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g