LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე ჩემს თავს ყოველთვის სხვისი თვალით ვუყურებდი… 23 წლამდე არ მიჭამია გარეთ… რამდენჯერაც ვცადე ყველა ჯერზე ზედ მიყურებდნენ… მადარდებდა რას ფიქრობდა ხალხი ჩემზე…“ – რა გაიხსენა ბარბარა სამხარაძემ

149
ბარბარა სამხარაძე

„მე ჩემს თავს ყოველთვის სხვისი თვალით ვუყურებდი… “ – ამის შესახებ მომღერალმა, ბარბარა სამხარაძემ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუსთან“ ისაუბრა.

მომღერალი, რომელმაც 70 კილოგრამი დაიკლო, ემოციურად ამბობს, რომ საზოგადოების ნაწილისთვის ჭარბწონიანი ადამიანი და ბევრი ჭამა ერთმანეთთან ასოცირდება.

„მშვენიერი ხარ…” – ბარბარა სამხარაძემ 70 კილო დაიკლო

მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ, რომელსაც წონის პრობლემა აწუხებდა, გარკვეული პერიოდია წინ ბარიატრიული ოპერაცია ჩაიტარა.

ბარბარას თქმით, იყო დრო, როდესაც თავის თავს სხვისი თვალით უყურებდა:

„23 წლამდე არ მიჭამია გარეთ… როცა 14 წლის ასაკშიო ხდები ცნობილი ადამიანი, როცა მართლა სოფლიდან მოდიხარ, აქ არავინ არაფერი არ იცის შენზე და ერთხელ უკვე იწყებ ჭამას ქუჩაში და ზედ გაფრინდებიან, ამ ყველაფრის ფონზე არავინ არ ირიდებს, მორიდებაც არ იყო, მაშინ ხალხი ბევრად ღია იყო.

როცა შენს ემოციურ მდგომარეობაზე, არავინ არ ზრუნავს, რომ შენ შეიძლება თავი ცუდად იგრძნო… რამდენიც ვცადე ჭამა, ან ხელში რაღაც მეჭირა, ყველა ზედ მიყურებდა და ეს კიდევ უარესია როდესაც გიყურებენ და არ იცი რას ფიქრობენ ამ დროს შენზე… ეს კომპლექსები არსაიდან მოსული…

ზოგადად ასეა ყოველთვის, ჭარბწონიანი ადამიანი და ბევრი ჭამა არის ერთმანეთთან კავშირში, ასე ჰგონია ხალხს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ არ იყო, ჩემს შემთხვევაში კიდევ სხვა რაღაცა იყო… ის არ მინდოდა ვინმეს ჰგონებოდა, რომ „ამას ახლა შია და ვერ ითმენს და მაგიტომ ჭამს“ – ასეთი დამოკიდებულება მქონდა სულ…

მე ყოველთვის ჩემს თავს სხვისი თვალით ვუყურებდი, სარკეში რომ ჩავიხედავდი, ვხედავდი იმას, რომ რას იტყოდა ლამარა დეიდა, ვიღაცა დოდო დეიდა – დეიდების თვალით ვუყურებდი ამ ყველაფერს.

ერთ დღესაც მივხვდი, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და ჩემი სურვილი რომ იყოს, ყველა ადამიანი თავის სურვილით უნდა წავიდეს და ის ადამიანები, რომლებზეც მე ვფიქრობ, ჩემზე უფროსები არიან და ისინი როცა წავლენ და მე უკან მოვიხედავ რა დამრჩება“, – ამბობს ბარბარა სამხარაძე ნანუკასთან ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g