მსახიობი გივი სიხარულიძე გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც ურთიერთობებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ზოგს გამოთვლით მოსწონს კაცი და უნდა მასთან ყოფნა. ზოგს მოსდის გული და ამოსდის სულიერება და აფრქვევს ამ მამაკაცს.
„ქალს რომ პარტნიორის მიმართ ინტერესი დაეკარგება, ეტყობა მას ინტერესი თავიდანვე არ ჰქონდა იმ მამაკაცის. ან ძალიან ცუდად უსწავლია არითმეტიკული გამოთვლები. ორში ერთია, ზოგს გამოთვლით მოსწონს კაცი და უნდა მასთან ყოფნა. ზოგს მოსდის გული და ამოსდის სულიერება და აფრქვევს ამ მამაკაცს.
ჰგონია რომ იმავეს მიიღებს მათგან. ხშირ შემთხვევაში ხვდებიან რომ ეს ერთმანეთს არ ემთხვევა და იკარგება გარემოში. სულის ჰარმონია არის ყველაზე დიდი მუსიკალური ნაწარმოები, ბეთჰოვენს რომ შეუქმნია იმაზე დიდი. და ამ სულის ჰარმონიის ამოცნობა შეუძლია მხოლოდ ნიჭიერებას.
ანუ შენ თუ იმან ვერ ამოგიცნო ან ის არის უნიჭო ან შენ. მე გამიცნია ქალი რომელიც შესახედავად საშუალო იყო, თუმცა მაინც დავიწყე ურთიერთობა. ლამაზი იყო თუმცა არ იყო მშვენების ნიმუში. მის სულის ჰარმონიას და ნეტარებას გაუკეთებია ის, რომ მე მონა მორჩილი გავმხდარვარ მისი“, – აღნიშნა გივი სიხარულიძემ.