მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი, რომელმაც როგორც უკვე ცნობილია, Netflix-ის წინააღმდეგ კალიფორნიის შტატის სასამართლოში სარჩელი შეიტანა, გადაცემას “უცნობის” სტუმრობდა, სადაც დეტალურად ისაუბრა იმ შესანიშნავ პარტიებზე, რომელიც მას აქვს მოგებული დიდოსტატებისთვის.
“მე ისეთი დიდოსტატები დავამარცხე და ისეთი პარტიები მოვუგე, რომ ერთმა სამჯერ მომილოცა. რამდენიც ჩამივლიდა და დამინახავდა, მილოცავდა,რადგან იქ უნიკალური რაღაც მოხდა საერთოდ…”
ნონა გაფრინდაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ კაცები ყოველთვის დიდი სერიოზულობით ეკიდებოდნენ მასთან თამაშს.
“კაცი იყო გაოგნებული, თავს აქნევდა შემს წინ, წარმოუდგენელიაო და რა იყო წარმოუდგენელითქო, ვკითხე. ორი დიდოსტატი ვიჯექით, ამ პარტიას დიდი ხანი ვარჩევდით და ეს იდეა გამოგვრჩაო. იმ დღეს რამდენიც დავინახე, იმდენი მომილოცა… 77 წლის ტურნირი ჩემს მწვერვალად მიმაჩნია. 1978 წელს კონგრესმა დამიმტკიცა ვაჟი დიდოსტატის წოდება…”,- ამბობს გადაცემაში ნონა გაფრინდაშვილი.
შეგახსენებთ, ნონა გაფრინდაშვილი ამტკიცებს, რომ ფილმ „ლაზიერის გამბიტის“ რეჟისორმა მის შესახებ სიმართლე განზრახ დაამახინჯა. მოჭადრაკე კომპენსაციის სახით სულ მცირე 5 მილიონ დოლარს ითხოვს.
ნონა გაფრინდაშვილი იმითაც არის შეურაცხყოფილი, რომ სერიალში ის რუს მოჭადრაკედ არის გამოყვანილი.