LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე მაინტერესებს ხართ თუ არა დედაჩემი…ეს არის ჩვენი პირველი საუბარი“ – რა კადრებს გვიზიარებს თამუნა მუსერიძე

513
2025-06-11_00-28-09_719140

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე რომელმაც სოციალურ ქსელში ჯგუფი „ვეძებ“ დააფუძნა გვიზიარებს კადრებს, სადაც თავის ბიოლოგიურ დედას პირველად ურეკავს.

„ეს არის ჩვენი პირველი საუბარი. დანარჩენ ნაწილს რა თქმა უნდა არასდროს არსად დავდებ, მაგრამ რომ არა გენეტიკური ტესტი, ვერასდროს გავიგებდი, ვინ არის “დედაჩემი”.

დედებო გთხოვთ, გაიკეთეთ ტესტი…თქვენ არ იცით, რა ჯოჯოხეთურ გზას გავდივართ ბიოლოგიური მშობლების ძიებაში და გაიკეთეთ.

p.s. ეხლა ფასდაკლებაა და 250 ლარი ღირს“, – წერს თამუნა მუსერიძე.

ცნობისთვის, ჟურნალისტმა რვაწლიანი ძებნის შემდეგ ზუგდიდში ბიოლოგიური მშობლები იპოვა.

მისი მამა ზუგდიდში მცხოვრები, ქორეოგრაფი, გურგენ ხორავა აღმოჩნდა.

ვიდეო: „ვლოცულობდი, რომ შენ ჩემი შვილი არ ყოფილიყავიო..“ „ერთი წუთით მაინც რომ მეგრძნო მის თვალებში სინანული, ალბათ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ საათს უყურებდა…“- თამუნა მუსერიძე

ვიდეო: „მეჩხუბა ძალიან და მითხრა, რომ მე შენი გამოჩენიდან დღემდე ვლოცულობდი შენ ჩემი შვილი არ ყოფილიყავიო… ჩემთვის სამარცხვინოა რომ შენ ჩემი შვილი ხარო…“ – თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედასთან მტკივნეულ საუბარს იხსენებს

„იმდენად დავიღალე სხვადასხვა, გამოგონილი ისტორიების მოსმენით, გადავწყვიტე, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დამესვა და თავად მომეყოლა ის, რაც მოხდა“ – თამუნა მუსერიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g