LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “მე მრცხვენია ჩემი მთავრობის, ჩემი ქვეყნის, რომელიც სასწრაფოდ არ დაგეხმარათ“ – ფრედერიკ ბეგბედერი უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს

705
BeFunky-collage (3)

ცნობილი ფრანგი მწერალი, ფრედერიკ ბეგბედერი უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

ბეგბედერი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, რომ არ გაჩუმდნენ და შეაჩერონ „გიჟი დიქტატორი“, ვლადიმერ პუტინი.

„სამი დღის წინ მე მეგონა, რომ ზელენსკი კლოუნი იყო, ახლა ვიცი, რომ მას აქვს ყველაზე მაგარი კვერცხები მსოფლიოში.

ვლადიმერ პუტინი არა მხოლოდ ნაბიჭვარია, არამედ ძალიან შეშინებული… მას აქვს ძალიან, ძალიან პატარა პენისი, მე მრცხვენია ჩემი მთავრობის, ჩემი ქვეყნის, რომელიც სასწრაფოდ არ დაგეხმარათ…

მინდა მივმართო ჩემს უკრაინელ მეგობრებს, მე თქვენ მიყვარხართ, თქვენ ხართ მამაცი ხალხი და თქვენ იმსახურებთ, რომ იყოთ სრულიად თავისუფლები. თქვენ ევროპელები ხართ, ევროპის ნაწილი ხართ…

ჩემს რუს მკითხველს, რუს მეგობრებს გთხოვთ გამოხატეთ რეაქცია, თქვით, რასაც გრძნობთ, უარყავით ეს გიჟი დიქტატორი, გთხოვთ პატივი ეცით თავისუფლებას, ახლა არ შეიძლება გაჩუმება, შეაჩერეთ ეს უაზრო ომი,“-ამბობს მწერალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g