LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “მე პირველ რიგში ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი…” – გახარიას რა კითხვებზე მოუწია კახა კალაძეს პასუხის გაცემა

170
BeFunky-collage (13)

პირველი არხის ეთერში მერობის 16 კანდიდატს შორის დებატებისას „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძეს კითხვებით მიმართა.

„კახას მინდა ვკითხო, მე თუ დამიჯდება დებატებში პირისპირ, თუ მეც უნდა გავიზარდო პოლიტიკურად“, რაზეც კახა კალაძემ აღნიშნა:

„პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, კვალიფიციური პოლიტიკური პარტია უნდა გახდე და ამის შემდეგ გექნებათ შესაძლებლობა. ამ არჩევნებში გექნებათ საშუალება, ნახოთ, რამხელა მხარდაჭერა გაქვთ საზოგადოების მხრიდან, პირადად თბილისელების მხრიდან. ერთი დღით ხომ არ ვართ პოლიტიკაში, ხვალ, ზეგ გვექნება შესაძლებლობა“.

დებატებისას გიორგი გახარიამ კახა კალაძეს კიდევ ერთი კითხვით მიმართა, იზიარებს თუ არა კახა კალაძე თანაგუნდელების ბრალდებებს გახარიას მიმართ.

როგორც კალაძემ კითხვის პასუხად აღნიშნა, გიორგი გახარიასთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია.

„ნარკომანობასთან დაკავშირებით, მე მგონი, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება, გიორგი შენს საქციელს, მე ეს პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ – მე არ მომეწონა შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. მე არ შევალ შინაარსში და არ მინდა, ამაზე ვისაუბრო. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე პირველ რიგში ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ, ამიტომ არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g