LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე სოფლიდან ვარ. მამაჩემი ქვაბებს ყიდდა, დედა კი მდივნად მუშაობდა. როდესაც სოფელში იბადები, ცხოვრებაში პერსპექტივები დიდი არ არის, მაგრამ ამან ხელი არ შემიშალა“ – ვილი სანიოლი

189
2026-01-11_00-56-45_656111

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი საფრანგეთში ერთ-ერთი პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ძალიან ბევრ თემაზე ისაუბრა.

სხვადასხვა თემებს შორის ვილი სანიოლმა თავისი ბავშვობაც გაიხსენა.

„მიყვარდა ფეხბურთი, მაგრამ მიყვარდა ფეხბურთი ისეთი, უბრალოდ, როგორიც იყო: სპორტი, სადაც მეგობრებთან ერთად ხარ. სულ ესაა. რთული პერიოდები ყოფილა, მაგრამ ეს ყველას ცხოვრებაშია, ბუღალტერი და ყასაბის.

ეს ყველაფერი ცხოვრებისეულ გამოცდილებას უკავშირდება. მე სოფლიდან ვარ. მამაჩემი ქვაბებს ყიდდა, დედა კი მდივნად მუშაობდა. როდესაც სოფელში იბადები, ცხოვრებაში პერსპექტივები დიდი არ არის, მაგრამ ამან ხელი არ შემიშალა, მშვენიერი ბავშვობა მქონოდა.

მთელი ცხოვრება ბედნიერი ვიყავი და დიახ, გარკვეულ მომენტში „მსხვერპლის გაღება“ მომიწია. მაგრამ რაზე ვსაუბრობთ? სახლიდან წასვლაზე ან ოჯახის რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ნახვაზე…ბევრად უარესი რაღაცები არსებობს“, – ამბობს ვილი სანიოლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g