LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე უფრო გამშველებლის სტატუსით ვარ…“ – როგორი რძალი ჰყავს რატი დურგლიშვილს და რატომ ეძახის მას „ღმერთის საჩუქარს“

7280
რატი და რძალი

რატი დურგლიშვილი გადაცემაში „ასე მღერიან საქართველოში“ თავისი ძმის მეუღლის შესახებ საუბრობს. როგორც რატი აღნიშნავს, მისი რძალი, თაკო დუეტ „ჯორჯიას“ მენეჯერია და მას ღმერთის საჩუქარს ეძახის:

„ჩვენს ოჯახს ეს ადამიანი ღმერთის საჩუქრად ჰყავს გამოგზავნილი. მაკას ქმარი, მიხეილიც ღმერთის საჩუქარია…“, აღნიშნავს რატი.

„მე უფრო გამშველებლის სტატუსით ვარ, ვიდრე მენეჯერის. ასეთი ლამაზები და კარგები რომ არიან სცენაზე, ამათი სოლოკონცერტების წინ რა ხდება, ეს ცალკე ამბავია“, აღნიშნავს რატის რძალი.

რატის რძალს ცალკე სტატუსს უძღვნის მაკა ზამბახიძე და წერს:

„ოოოოო, ეს გოგო ჩვენთვის მონაპოვარია❤️ მის გარეშე ჩვენი დიდი კონცერტები და დიდი გეგმები არ არსებობს და არა მარტო კარიერულ საქმეში, ის ჩემს ცხოვრებაშიც ძალიან, ძალიან ერთგული მეგობარი და ოჯახის წევრია… მიყვარხარ, ჩემო გოგო (სხვათა შორის თაკოსნაირ მედოკს არავინ აცხობს).“

magti 5g