მომღერალი და მსახიობი გიორგი გილიგაშვილი ნოე სულაბერიძის გადაცემის, „ნოესთან“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ცხოვრების რთულ პერიოდზე საუბრობს, როდესაც მას ავთვისებიანი მეტასტაზები აღმოაჩნდა.
გიორგის თქმით, ეს მოვლენა მის ცხოვრებაში მადლიან სილის გაწვნას ჰგავდა.
ჩემი ოჯახის მეგობარი ბაჩანა მახლდა თან. როდესაც ექიმმა დაგვიძახა, მან იგრძნო რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და მითხრა: „გილიგ, შეიძლება მეც გამოგყვეო“…კი, რაზეა ჩემო ძმაო ლაპარაკი მეთქი. ექიმი პირდაპირ მეუბნება, რომ ავთვისებიანი მეტასტაზები მქონდა. ამ დროს მითარგმნის ჩემი თარჯიმანი. ყურებში წნევა იგრძნობა და გული ჩქარდება. მამშვიდებენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე მათ არ ვუსმენ.
მე უკვე ჩემს თავს წარმოვუსახე, სასახლეში ჩოხაში შემოსილი და წვერ-ულვაშში როგორ ვიქნები. პირველი ჩემი ფიქრი ეს იყო – განვამზადო ჩემი თავი ბოლო ჟამისთვის… ყველა ადამიანისთვის ძღვენია განსაცდელი, თუ ის ამას განიცდის, მიიღებს და ფერიცვალებას შეიგრძნობს მისი ხორციც და სულიც. ყველაფერს ვიწერდი, ვინიშნავდი და ვაკვირდებოდი. ვფიქრობ, ეს იყო მადლიანი სილის გაწვნა ჩემთვის, რადგან არც მოვლინებაა ჩვენი ნება და არც აღსასრული“, – ამბობს გიორგი გილიგაშვილი.