LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მეჩხუბა ძალიან და მითხრა, რომ მე შენი გამოჩენიდან დღემდე ვლოცულობდი შენ ჩემი შვილი არ ყოფილიყავიო… ჩემთვის სამარცხვინოა რომ შენ ჩემი შვილი ხარო…“ – თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედასთან მტკივნეულ საუბარს იხსენებს

823
თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედასთან საუბარს იხსენებს. როგორც „მთავარ არხს“ თამუნა მუსერიძე უყვება, სატელეფონო საუბარში მას ბიოლოგიურმა დედამ უთხრა, რომ შვილი არ გაუჩენია.

ტელეწამყვანი ემოციურად ჰყვება, ამბავს თუ როგორ შეხვდა 40 წლის შემდეგ ბიოლოგიურ დედას:

„მან მითხრა, რომ მე შვილი არ გამიჩენიაო, ეს აბსურდიაო მე მუცელი მომეშალა პატარა ვადაზეო და წარმოუდგენელია, რომ შვილი მყავდესო, თუმცა უბედნიერესი ვიქნები, რომ გავიგო შენ ჩემი შვილი ხარო…

როდესაც დადებითი პასუხი მოვიდა გენეტიკური ტესტის ბიოლოგიურ დედას დავურეკე, ამას მოჰყვა მისგან ძალიან მძაფრი რეაქცია, მეჩხუბა ძალიან და მითხრა, რომ მე შენი გამოჩენიდან დღემდე ვლოცულობდი, რომ შენ ჩემი შვილი არ ყოფილიყავიო, ჩემთვის სამარცხვინოა რომ შენ ჩემი შვილი ხარო“ – ამბობს მუსერიძე.

„სხვა ადამიანის 40 წლის წინანდელი დანაშაულის ძიება და მისკენ ხელის გაშვერა არ ათავისუფლებს მშობელს დღევანდელი საქციელისგან, როდესაც დღეს, 40 წლის მერე შვილს ეუბნები, რომ მე ვლოცულობ, შენ ჩემი შვილი არ იყოო“ – თამუნა მუსერიძე

„სანამ ბიოლოგიურ დედას შევხვდებოდი რაღაცეები მოხდა, მამას დავურეკე და ვუთხარი, რომ ძალიან გამწარებული ვართ მეთქი..“ – თამუნა მუსერიძე გამომწერების კითხვებს პასუხობს

🥹👥 "სამარცხვინოა, რომ ჩემი შვილი ხარო" | თამუნა მუსერიძის საუბრები და შეხვედრა დედასთან

🥹👥 "სამარცხვინოა, რომ ჩემი შვილი ხარო" | თამუნა მუსერიძის საუბრები და შეხვედრა დედასთან

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on შაბათი, 16 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g