LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მედისონ ბიარის ახალი კლიპის ინსპირაცია საკულტო ჰორორი – ,,ჯენიფერის სხეულია”

231
439611418_869937455173400_2596594723690758947_n

9 თებერვალს, მედისონ ბიარმა ახალი სინგლი – Make You Mine გამოუშვა. სიმღერის პოპულარობამ, ამერიკელ არტისტს მასზე კლიპის გადაღება შთააგონა, სურვილი კი რეალობად აქცია.

25 წლის შემსრულებელმა გულშმატკივრის მხრიდან ნანატრი ვიდეო, რომლის თანარეჟისორი თავად არის, 24 აპრილს გამოაქვეყნა და უნდა აღინიშნოს, რომ იგი საკმაოდ ამაღელვებელი გამოვიდა.

მუსიკალური რგოლი ფილმის – Jennifer’s Body სიუჟეტს იმეორებს. 2009 წლის კინოსურათში მეგან ფოქსმა ტიტულოვანი როლი შეასრულა. კლიპში მსგავსება ორ ვარსკვლავს შორის, უდავოდ თვალშისაცემია.

,,ჯენიფერის სხეული” საშუალო სკოლის მხარდამჭერთა გუნდის ულამაზეს წევრ გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც თანატოლი ბიჭების მოკვლას გადაწყვეტს. მისი საუკეთესო მეგობარი – ანიტა, რომელსაც საკულტო ჰორორში ამანდა სეიფრიდი განასახიერებს, ცდილობს ჯენიფერის სისასტიკეს წინ აღუდგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები