LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მეგობრებთან ერთად ვმღეროდი, სუფრიდან ადგა კაცი და ღვინო სახეში შეგვასხა ათივე ადამიანს“ – რას იხსენებს დათო კენჭიაშვილი „იმედის“ ეთერში

314
2025-05-07_01-42-42_109358

დათო კენჭიაშვილი გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ძველ ამბავს იხსენებს.

მომღერლის თქმით, რესტორანში სიმღერას მან ხელოსნობა არჩია.

„ზოგადად ჩემთვის არ არის უცხო რესტორანი და ეს სივრცე, უბრალოდ ადრე იყო ცუდი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვინც საღამოს ულამაზებდა ადამიანებს.

ერთ დღეს, როცა მეგობრებთან ერთად ვმღეროდი, სუფრიდან ადგა კაცი და ღვინო სახეში შეგვასხა ათივე ადამიანს. ეს ძალიან რთული მოსათმენია.

ეს ვეღარ დაიტია ჩემმა შინაგანმა მდგომარეობამ, მაზიანებდა ეს ყველაფერი და წავედი ხელოსნად, გამათბობლებს ვაყენებდით“, – ამბობს დათო კენჭიაშვილი.

დათო კენჭიაშვილი 7 მაისს, საკუთარ დაბადების დღეზე, მასშტაბურ ტურნეს ბათუმიდან დაიწყებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g