საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში – „ნატალია & დათუნა“, მომღერალმა ლელა წურწუმიამ მისი რეპერტუარიდან ერთ-ერთ სიმღერაზე, მეგრულ კომპოზიციაზე – „ვა გიორქო მა“ ისაუბრა.
ლელა წურწუმიამ გადაცემაში აღნიშნა, რომ ამ სიმღერაზე ყოველთვის მამა ახსენდება და მას ემოციების გარეშე ვერასდროს მღერის:
„ჩემი რეპერტუარიდან მეგრული სიმღერა „ვაგი ორქომა“ ჟანრობრივად აბსოლუტურად განსხვავებულია.
მე თუ არ მაქვს ინსპირაცია, სიმღერის არჩევა ძალიან მჭირს – ამ ყველაფერს ისტორია უნდა ჰქონდეს და ყველა სიმღერას თავისი ამბავი აქვს.
რატომ მეგრული სიმღერა? ჩემი წინაპრენი მღეროდნენ, მამას ძალიან კარგი ბანი ჰქონდა, 7-სიმიან გიტარაზე უკრავდა. როდესაც ოჯახი სადილად ვსხდებოდით, ხშირად არა, მაგრამ ხანდახან სურვილი ჰქონდა, რომ ყველას ერთად გვემღერა.
მეგრულ სიმღერაზე მამას გამომეტყველება და მისი ცრემლიანი თვალები მახსოვს. მამას ეს სიმღერა უცრემლოდ არასდროს უმღერია.
? „მეგრულ სიმღერაზე მახსენდება მამაჩემის ცრემლიანი თვალები“ | ლელა წურწუმია
? „მეგრულ სიმღერაზე მახსენდება მამაჩემის ცრემლიანი თვალები“ | ლელა წურწუმია
Posted by ნატალია & დათუნა •1tv.ge on ხუთშაბათი, 27 ივლისი, 2023
როდესაც 2003 წელს მამა უცებ გარდაიცვალა, ეს სიმღერა იმ წელს ჩავწერე შვიდკაცასათან ერთად. 20 წელი ხდება, ამ სიმღერის შესრულება მაინც და მაინც ხშირად არ მიწევს, შეიძლება შეგნებულადაც, რადგან ეს ჩემთვისაც ყოველთვის ძალიან დიდი ემოციებთან არის დაკავშირებული.
ამ სიმღერაზე ყოველთვის მამა მახსენდება“, – ამბობს ლელა წურწუმია და აღნიშნავს, რომ „ამ სიმხერის შესრულება მეგრელების ქორწილში ხშირად უწევს“.