ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა „სხვა ნანუკა“ საზოგადოებას საინტერესო ისტორიების მქონე ადამიანებს ხშირად აცნობს.
გადაცემის გასული ეპიზოდის სტუმარი სოფო აბაიშვილი იყო – გოგო რომელიც წლების განმავლობაში ჭარბ წონას ებრძოდა, შემდეგ კი 120 კილო დაიკლო. სოფომ გადაცემაში საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წონის გამო ბულინგის მსხვერპლიც გამხდარა.
ჭარბ წონას 13 წლიდან ვებრძოდი. ბოლოს 185 კილო ვიყავი. 120 კილო დავიკელი.
ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ მქონია, ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე. თავდაპირველად სწორი კვებით 75 კილო დავიკელი…
ვეღარ დავდიოდი, სიარული მიჭირდა, ფსიქოლოგიური პრობლემებიც დამეწყო, სახლში დავჯექი – სამსახური-სახლი, აღარსად გავდიოდი, კომუნიკაცია არ მინდოდა არავისთან. ამხელა წონის მიუხედავად, ყოველთვის ვმუშაობდი. სამსახურში წონაზე პრობლემები შემექმნა – ბულინგის მსხვერპლი ვიყავი.
მაშინ 24 წლის ვიყავი, მენეჯერი მაბულინგებდა: „რამხელა ხარ, რას გავხარ, ცოტა ჭამე, წონაში დაიკელი, ახალგაზრდა გოგო ხარ“ – ძალიან ბევრჯერ იყო ასეთი შემთხვევები.
თავის დაცვას ვერანაირად ვერ ვახერხებდი, გავდიოდი და ცრემლებად ვიღვრებოდი. ის 4 წელი ჩემთვის იყო… მაგრამ გადავლახე.
მაშინ გადავწყვიტე [ოპერაცია]. ახლა ძალიან მიყვარს ეს ქალბატონი [მენეჯერი], თვითონაც გიჟდება ჩემზე, ხშირი კონტაქტი გვაქვს, მეუბნება ხოლმე: მე რომ არა, ამას ვერ მოახერხებდი, ერთ-ერთი მიზეზი მეც ვარო [წონის კლების]… ასეთი ბულინგის მსხვერპლიც ვიყავი“, – აღნიშნავს სოფო აბაიშვილი.
მენეჯერი მაბულინგებდა, მეუბნებოდა ,,რას გავხარ, ცოტა ჭამე, დაიკელი". ამხელა წონის მიუხედავად ყოველთვის ვმუშაობდი ბოლოსკენ უკვე სამსახურშიც შემექმნა პრობლემები. სრული გადაცემა იხილეთ იუთუბზე:👇 https://youtu.be/rNrRYS328rY
Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ოთხშაბათი, 30 ივლისი, 2025