კომპანია Mercedes-Benz–მა გამოუშვა მორიგი ვიდეო–რგოლი, სადაც ელექტრონული ყველგანმავალის EQC–ის შესაძლებლობებია დემონსტრირებული. ამჯერად ავტომობილი დატბორილ ტერიტორიაზე გამოსცადეს.
ვიდეოში კროსოვერი ქვიან მიდამოებში გადაადგილდება, გარკვეულ ნაწილებში კი ტბის პირას სიარულიც უწევს. მოძრაობის პროცესში ელექტროკროსოვერის 20 დიუმიანი საბურავები მთლიანად წყლით იფარება, რაც სულაც არ უშლის მას ხელს რომ მოძრაობა 100 კმ/სთ სიჩქარით გააგრძელოს.
კონცერნის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ელექტრონულ EQC 4×4²–ს 400 მილიმეტრის სიღრმის წყალში უპრობლემოდ შეუძლია გადაადგილება.
უფრო მეტი დინამიკისთვის, სარეკლამო რგოლში ცნობილი სპორტსმენი სან მეიერი გადაიღეს და გერმანული ელექტრომობილის შესაძლებლობები სულ სხვა რაკურსითაც წარმოადგინეს.