LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Mercedes-Benz–ის ყოფილმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად 50 ავტომობილი გაანადგურა

189
mrcsbnzdrst

Mercedes-Benz–ის ყოფილმა თანამშრომელმა ესპანეთში მდებარე ქარხანაში 50–მდე ავტომობილი გაანადგურა, ამ გზით მამაკაცმა მასობრივი გათავისუფლებები გააპროტესტა. 38 წლის ესპანელმა ბულდოზერი მოიპარა, „მერსედესის“ ქარხანასთან მივიდა, ღობე დაანგრია და ახალი მინივენების განადგურება დაიწყო.

Mercedes-Benz–ის ესპანური ქარხანა ქალაქ ვიტორია–გასტეისში მდებარეობს და ყოფილმა თანამშრომელმა ის ახლაი წლის წინა ღამეს დაარბია. დაზიანებულია საკმაოდ ძვირადღირებული მინივენები და ზარალის თანხა 2 მილიონ ევროს აჭარბებს.

ესპანელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ სპეც–ტექნიკას 38 წლის მამაკაცი მართავდა. ის კონცერნმა წარმოების ოპტიმიზაციის ფარგლებში დაითხოვა. აღსანიშნავია, რომ „შურისმაძიებელმა“ ქარხნის გზაზე არსებული ყველა საგზაო ნიშანი და რამდენიმე დაპარკინგებული ავტომობილიც დააზიანა.

მამაკაცი პოლიციამ მალევე დააკავა და ბრალიც წაუყენა. ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა, ამიტომ დებოშირს თავისუფლების აღკვეთა არ ემუქრება და მას მხოლოდ ზარალის ანაზღაურებას დააკისრებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g