70 წლის ლეგენდარულმა მსახიობმა, მერილ სტრიპმა ონლაინ კონცერტში მიიღო მონაწილოება, რომელიც კომპოზიტორის, ბროდვეის უამრავი მიუზიკლის ავტორის, სტივენ სონდჰაიმის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ონლაინპერფორმანსში მას პარტნიორობა ოდრი მაკდონალდმა და კრისტინ ბარანსკიმ გაუწიეს. სამივე ვარსკვლავი ხალათებში ჩაცმულნი ჩაერთვნენ საზოგადოებას და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელიც მიირთვეს. სტრიპმა კოქტეილი სიმღერის პროცესში დაამზადა, ბარანსკიმ კი წითელი ღვინო დააგემოვნა.
The perfection aka Christine Baranski , Meryl Streep and Audra McDonald ladies and gentlemen #Sondheim90Concert pic.twitter.com/Tr9fAqOqaa
— s (@colmansfilm) April 27, 2020
სამივე მსახიობმა შესანიშნავი პერფორმანსი შესთავაზა საზოგადოებას, თუმცა, ყველასგან გამორჩეული მაინც მერილ სტრიპი იყო, სწორედ მისმა ეპიზოდმა დაიპყრო ინტერნეტი და საზოგადოებისგან უამრავი დადებითი შეფასება დაიმსახურა.
https://www.facebook.com/radiofortunaplus/videos/613390019524424