LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მერწყულის ეპოქაში გადავედით…ეს რადიკალურად შეცვლის ფასეულობებსა და შეხედულებებს“ – როგორია ნინა ხომერიკის 2026 წლის პროგნოზი

1427
2026-01-06_23-46-30_041618

ასტროლოგი ნინა ხომერიკი „იუთუბის“ პოდკასტში თემურ ებიტაშვილთან იყო სტუმრად, სადაც 2026 წლის პროგნოზი გაგვაცნო.

მისი თქმით, მერწყულის ეპოქაში გადასვლა, პლუტონის გავლენა და სისტემური ცვლილებები ადამიანებს აიძულებს, თავიდან გადააფასონ საკუთარი როლი, შრომა და პასუხისმგებლობა.

„2026 ძალიან დინამიკური წელია – ახალი საწყისი და ძალიან მაგარი. გვექნება განცდა იმისა, რომ ვერ ვასწრებთ რაღაცას. ძალიან სწრაფი ტემპია, თითქოს 12 საათი არ გყოფნის, რომ შენი საქმე გააკეთო. 2016 წლიდან ჩვენ მოგვიწოდეს ვიცხოვროთ დღეს და ახლა. გამოვედით თევზების ეპოქიდან, რომელიც 2000 წლის განმავლობაში მძიმე და სიღრმის მომცემი იყო. ახლა კი მერწყულის ეპოქაში გადავედით.

2024 წელს მერწყულში შევიდა პლუტონი 20 წლით, რომელიც დიდი რევოლუციების პლანეტად ითვლება და მას მეორე „მზესაც“ უწოდებენ. ეს რადიკალურად შეცვლის ფასეულობებსა და შეხედულებებს. 2029–2030 წლებში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სისტემას შეცვლიან.

2026 წელს უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სადაც კი ჩავიციკლებით სისტემაზე, მოვა სტაგნაცია. აუცილებლად უნდა გადავაფასოთ „მე“. აქ „მე ვიმსახურებ“ აღარ არის, აქ იქნება „მე უნდა დავიმსახურო“, – აღნიშნა ნინა ხომერიკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g