LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მეშინოდა ჩვენი „გლეხობის“ გამო არ გავეკრიტიკებინეთ ხალხს… ძალიან შეგნებული და უპრეტენზიოები იყავით ორივე… ღმერთმა იმიტომ გაგიმართლათ, დედას რომ უფრთხილდებოდით“ – უსაყვარლესი დედა შვილის ინტერვიუ | ბარბარა სამხარაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს

676
ბარბარა სამხარაძე

მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ დედას რამდენიმე კითხვა დაუსვა და ინტერვიუს სოციალურ ქსელში გვიზიარებს.

რას ეტყოდი პატარა ბარბარას?

დედას უნდა გაუხანგრძლივო სიცოცხლე, შენ უნდა შეცვალო დედას ხასიათი. ჩემთვის იმედის წყარო იყავით შენ და შენ და.

ჩემგან და ნანუკასგან ოდესმე იმედგაცრუება გიგრძნია?

არასოდეს, იმედგაცრუება კი არა ცხოვრების ახალ ვერსიებს და იოლ გზებს მაჩვენებდა თქვენი ბავშვობა. ძალიან შეგნებული, მგრძნობიარე, მშვიდი და უპრეტენზიოები იყავით ორივე. ღმერთმა იმიტომ გაგიმართლათ დედას რომ უფრთხილდებოდით ბავშვობიდან.

რომ არ გათხოვილიყავი და შენს ოცნებებს გაჰყოლოდი, შენი აზრით დღეს სად იქნებოდი?

რა ვიცი დედა, არავისზე ნაკლები არც პოლიტიკოსი ვიქნებოდი, არც სახალხო მთქმელი. ხალხზე ზრუნვა და სიმართლის თქმა ყოველთვის მიყვარდა. ძალიან ბევრჯერ დამაზარალა ამან ცხოვრებაში, მაგრამ სიმართლეზე თვალს ვერ დავხუჭავ.

დე, შენ ჩემს მიმართ წამოსული კრიტიკის გეშინოდა?

შენი პიროვნული მონაცემების გამო, არასდროს არაფრის მეშინოდა. მე უფრო… ასე იყო ადრეც, რომ ვიღაცის შვილი უნდა ყოფილიყავი, „ბობოლა“ მამა უნდა გყოლოდა ან ბაბუა ბიზნესმენი, წარმატებისთვის რომ მიგეღწია. ცხოვრების განვლილი საფეხურების მეშინოდა, ჩვენი „გლეხობის“ გამო, რომ არ გავეკრიტიკებინეთ ხალხს, მაგრამ დღეს არაფერი აღარ „ტეხავს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g