LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მეუღლემ მედდასთან მიღალატა, შვილი რომ გავაჩინე იმ ღამესვე…“ – რას ჰყვება ფიტნეს ინსტრუქტორი ეკატერინე მეიშვილი

632
2025-02-11_23-15-50_686469

მეუღლემ მედდასთან მიღალატა, შვილი რომ გავაჩინე იმ ღამესვე, – აღნიშნულის შესახებ ფიტნეს ინტრუქტორმა, ეკატერინე მეიშვილმა გადაცემაში „დღის პოსტი“ განაცხადა.

„პირველი მეუღლე იყო. შემეძინა ბავშვი, გოგო საავადმყოფოში ვარ და მერე გავიგე წლების შემდეგ. მიღალატა ექთანთან. იმ დღეს შვილი რომ გავაჩინე. თვითონ მომიყვა. პირველად რომ გიღალატე, ექთანი წავიყვანე სახლშიო. წლების შემდეგ ამ ადამიანს დავშორდი, სხვადასხვა მიზეზის გამო.

ამ ღალატის შესახებ ზუსტად არ ვიცოდი. ნუ კაცი რომ გარეთ გავა ღამით და დილით მოდის, სავარაუდოდ გღალატობს. 6 წლის შემდეგ დავშორდით. დაბრუნებაზე მეხვეწებოდა რომ შევრიგებულიყავით. მეც დავთანხმდი იმ პირობით, რომ მომიყვებოდა ყველაფერს სად და როდის მოხდა. მომიყვა ეს ამბავიც.

მინდოდა მცოდნოდა სიმართლე. ვერაფერს ვუმტკიცებდი და მინდოდა მცოდნოდა სიმართლე. მე არ დავისაჯე ამ ყველაფრით, მას უნდოდა ჩემთან ყოფნა, მე აღარ“, – გაიხსენა ეკატერინე მეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g