ტელეწამყვანს, თაკო კორინთელს, რომელიც 24 მაისს იუბილარია, გადაცემა „პოსტ ალიონში“ მისმა თანაწამყვანებმა დაბადების დღე პირდაპირ ეთერში მიულოცეს.
გადაცემის სტუმრებმა თაკო კორინთელს იუბილე სიმღერით მიულოცეს და ტორტი მიართვეს – მან კი, ტრადიციულად, ტორტზე სანთლები ჩააქრო და სურვილი ჩაიფიქრა.
აღნიშნულ გადაცემაში თაკოს სტუმრების სტატუსით მიწვეულები იყვნენ მისი მეუღლე, დედა და დედამთილი, რომლებმაც თაკოს შესახებ ისაუბრეს.
„განსაკუთრებულად მიყვარს ჩემი დაბადების დღე. ლევანთან [მეუღლესთან] შეხვედრის შემდეგ, ჩემი დაბადების დღე უფრო სრულყოფილი გახდა და დღესასწაულია.
🥳❤️ თაკო კორინთელი იუბილარია – „პოსტალიონის“ ულამაზესი წამყვანი, ოჯახის წევრებთან ერთად, სტუმრად დილის შოუში
Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on პარასკევი, 23 მაისი, 2025