12 თებერვალს ლელა წურწუმიას დაბადების დღე ჰქონდა. ლელამ მეუღლისგან, პროდიუსერ კახა მამულაშვილისგან და შვილისგან განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო.
„ახალი ტრანსპორტი“, – ასე შეაფასა ლელამ მეუღლისა და შვილის საჩუქარი.
თუმცა მისთვის საჩუქრის გადაცემას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, რადგან როგორც აღმოჩნდა, სახლში კარის ზარის ხმა არ ისმოდა.
ლელასთვის სკუტერის ჩუქების სახალისო კადრებს მამულიჩა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.