LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მიცვალებულს ვერ ვკრძალავთ, ამინდების შემხედვარე შესაძლოა, კიდევ ვერ დავკრძალოთ“ – ვახტანგ შაქარიშვილი

140
2025-02-28_01-03-53_788480

სოფელ ზემო ერკეთის მკვიდრი, ვახტანგ შაქარიშვილი ამბობს, რომ სოფელში გზების პრობლემაა, რის გამოც მიცვალებულს ვერ კრძალავენ.

მისი თქმით, 5 დღეა, გადაუღებლად თოვს და ეზოდანაც ვერ გადიან.

„გზების პრობლემაა, მიცვალებულია სოფელში და ვერ ვკრძალავთ, ამინდების შემხედვარე შესაძლოა, კიდევ ვერ დავკრძალოთ. სოფელს ყურადღება უნდა, ჩვილბავშვიანი ხალხია და დახმარება გვჭირდება. უკვე 5 დღეა, გადაუღებლად თოვს და ჭიშკარს გადაღმა ვერ გადავდივართ. მიტოვებული სახლებია დასათოვლი, რომ არ დაინგრეს“, – ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა გურიაში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან.

„გრძელდება საგანგებო რეჟიმში მუშაობა, მობილიზებულია სპეცტექნიკა, შექმნილია დისლოკაციის 6 ადგილი“ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

„თბილისში არ გვაქვს თოვლი, იმიტომ რომ „სმოგი“ გვაქვს, რაც ძალიან ცუდია“ – ნინო ჩხობაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g