LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მიდის სანახავად“ ავტორი გიგა გვენცაძე: „ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, ისეთ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ…“

290
გიგა გვენცაძე

„პირველი არხის“ კომენტატორი გიგა გვენცაძე გია თვალაბეიშვილთან ერთად საქართველო-პორტუგალიის მატჩს უძღვებოდა. პოპულარული ფრაზა „მიდის სანახავად“, რომელიც მან პენალტის დანიშვნის წინ თქვა პორტუგალიელთა კარში, მოარულ გამონათქვამად იქცა.

გიგა გვენცაძე „პირველ არხთან“ საუბრობს:

„ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს… ალბათ, იმ წამს უნდა გვეთქვა ყველა სათქმელი, გულით და სულით, იმ გრძნობით და განცდით, რასაც ყველა ქართველი შეიგრძნობდა… ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, ისეთ დიდ სითბოს, ყურადღებას, მხარდაჭერას და სიყვარულს ვგრძნობდით იქაც, გერმანიაში და აქაც… დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g