რომელი პროდუქტია სასარგებლო დილით და რომელი მათგანი არ უნდა მივირთვათ საღამოს? – სწორედ ამ პროდუქტების ჩამონათვალი გააცნო ექიმმა ნინო ვაშაკიძემ, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ მაყურებელს.
სპეციალისტი ამბობს, რომ თუ კარაქიან პურს მიირთმევთ, წონის პრობლემები არ შეიქმნება.
მეტიც ეს პროდუქტი ძალიან სასარგებლოა ტვინისთვის და სისხლის მიმოქცევისთვის:
„ნუ შეჭამ იმ საკვებს, რომლის გამოც დილით ცუდ ხასიათზე გაიღვიძებთ – კარტოფილი, ხაჭო, არაჟანი, რძე, რომელიც ყველასთვის დისკომფორტია, თუმცა ვერ ხვდებიან, რადგან მიჩვეულები არიან ამ პროდუქტის ჭამას.
არ არის რეკომენდებული კომბოსტო, ღორის ხორცი.
აუცილებელია კარაქი, რომელშიც ერბოს მჟავაა, რადგან ეს კომპონენტი ტვინისთვის და ჩვენი სისხლის მიმოქცევისთვის არის აუცილებელი – რა თქმა უნდა პურთან ერთად, ამით ადამიანი გავახდუნე.
თუ კარაქიან პურს მიირთმევთ, წონის პრობლემები არ შეიქმნება.
200 გრამი კარაქი, 1 ქილა არაჟანი და და 2 სარდელი თავის კალორაჟით უდრის ერთმანეთს. არ არსებობს ერთ ჭამაზე 200 გრამი კარაქი ჭამო, თუმცა 2 სარდელს უპრობლემოდ შეჭამ ისე, რომ სალათასაც მიაყოლებ.
ამიტომ მიირთვით 50-100 გრამი კარაქი დილით განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში, როდესაც ენერგია გვჭირდება.
ამიტომ მოიგონა ჩვენმა მთიანმა რეგიონმა აჩმა, ერთ ნაჭერს შეჭამდნენ და შემდეგ თავისუფლები იყვნენ მთელი დღე“, – ამბობს ნინო ვაშაკიძე.