LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მინდა, ბოდიში ვუთხრა გულშემატკივრებს… ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ ბრინჯაოს მედალი მარტივად შეიძლებოდა გვქონოდა“ – ირმა ხეცურიანი

359
ირმა ხეცურიანი

პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა ეტლით მოფარიკავემ, ირმა ხეცურიანმა რაპირით ასპარეზობაში გამოსვლა დაასრულა. ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა (ხმლით ფარიკაობაში) ჩინელ მეტოქესთან დათმო.

„ვცდილობ, მაქსიმალურად მშვიდად შევხვდე ყველა მარცხს, მაგრამ ახლა ეს მეორედ მოხდა და ძალიან რთულია. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩემი არ არის, მაგრამ მაინც არ დავნებდები. ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ ბრინჯაოს მედალი მარტივად შეიძლებოდა გვქონდა საქართველოს.

მინდა, ბოდიში ვუთხრა გულშემატკივრებს. იმედი მაქვს, რომ გამოვასწორებ. ლოს ანჯელესში, ძალიან ბებერი თუ არ ვიქნები, გუნდს არ დავტოვებ. ვულოცავ ყველა ჩვენს სპორტსმენს, ვინც წარმატებას უკვე მიაღწია და წარმატებას ვუსურვებ, ვინც შემდეგ გამოვა. დარჩა რაპირაში ასპარეზობა და იმედია, რომ ძალიან ქვემოთ არ მოვხვდები. მიუხედავად იმისა, რომ ხმალი ჩემი პირველი იარაღია, რაპირაშიც ძალებს არ დავიშურებ“, – განუცხადა პირველ არხს ირმა ხეცურიანმა.

🗣 „ზოგჯერ მეფიქრება, რომ ჩემი არ არის, მაგრამ მაინც არ დავნებდები, შანსი არ არის“

🗣 „ზოგჯერ მეფიქრება, რომ ჩემი არ არის, მაგრამ მაინც არ დავნებდები, შანსი არ არის“, – ირმა ხეცურიანი ✊

Posted by პირველი არხი • სპორტი on ოთხშაბათი, 04 სექტემბერი, 2024

შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე ექვსი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g