LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მინდა ფეხზე ავდგე და ყველას დავანახვო, როგორი ძლიერი და კარგი ადამიანი ვარ… ჩემს თავს დავპირდი, რომ ნამდვილი მოცეკვავე გავხდები, შეუძლებელი არაფერია“ – გაიცანით 8 წლის მოცეკვავე დათა თურაძე

723
დათა თურაძე

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ დღევანდელი ერთ-ერთი რუბრიკით საკუთარ მაყურებელს 8 წლის დათა თურაძეს აცნობს.

მას შემდეგ, რაც დათამ სოციალურ ქსელში თანატოლების ცეკვის ვიდეოები ნახა, ცეკვის სტუდიაში თავადაც დაიწყო სიარული და აღმოაჩინა, რომ ეს მისი საყვარელი საქმიანობაა.

დათა რუბრიკაში საკუთარ გატაცებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საკუთარ თავს დაჰპირდა, ნამდვილი მოცეკვავე გახდეს.

„ჩემს თავს დავპირდი, რომ ნამდვილი მოცეკვავე გავხდები.

როდესაც სხვების ცეკვის ვიდეოებს ვუყურებდი, მეც სურვილი გამიჩნდა და დედიკოს ვუთხარი, ცეკვა ძალიან მოეწონა და შემიყვანე-მეთქი.

ცეკვის დროს რაზე ვფიქრობ? „მე ვარ ნამდვილი მოცეკვავე, ყველა ილეთი ვიცი, ახალს კი ვსწავლობ“. სრულად ვიცი ოთხი ცეკვა – აჭარული, მთიულური, აფხაზური და რაჭული. ჩემი აზრით, აფხაზური ცეკვა გამორჩეულია.

ერთი სული მაქვს [რეპეტიციაზე] მივიდე ხოლმე, გაცდენა არ მინდა.

ცეკვა ძალიან მაგარია, ყველას გირჩევთ, შემოდით ცეკვაზე, შეუძლებელი არაფერია, ცეკვა არის ყველასთვის“, – აღნიშნავს დათა თურაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g