LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მინდა, მოტივატორი ვიყო ჩემი შვილისთვის, რომელსაც სჭირდება ორ ფეხზე მყარად მდგომი დედა… ვიცი, ლაშიკო ძალიან ბედნიერი იქნება“ – როგორ ემზადებოდა სალომე ბაკურაძე პირველი დილის ეთერისთვის

1774
სალომე ბაკურაძე

მომღერალ სალომე ბაკურაძეს დღეიდან აუდიტორია უკვე ტელეწამყვანის ამპლუაში იხილავს – სალომე ბაკურაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემის – „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდს შეუერთდა და პირველი ეთერიდან მაყურებელს მიესალმა.

„ჩვენს სიკაშკაშეს ერთი სხივიც შემოემატა… მაყურებელი სამშაბათს და ხუთშაბათს იხილავს ამ შესანიშნავ სამეულს…“ – სალომე ბაკურაძის დებიუტი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“

როგორც სალომემ აღნიშნა, ის გადაცემის თანაწამყვანი სამშაბათს და ხუთშაბათს იქნება.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ ეთერით მივესალმო სრულიად საქართველოს…“ – სალომე ბაკურაძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდს შეუერთდა

როგორ ემზადებოდა სალომე ბაკურაძე პირველი დილის ეთერისთვის, ამის შესახებ ის სიუჟეტში ჰყვება.

„მინდა, რომ მოტივატორი ვიყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა ცხოვრების რთულ ეტაპს გადიან და, რაც მთავარია, ჩემი შვილისთვის, რომელსაც სჭირდება ორ ფეხზე მყარად მდგომი დედა.

რა თქმა უნდა, მაყურებლის კეთილგანწყობის იმედიც მაქვს. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ლაშიკო, ვიცი, ძალიან ძალიან ბედნიერი იქნება ჩემი აქ ყოფნით“, – აღნიშნავს სალომე ბაკურაძე სიუჟეტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g