მინდა სამძიმარი გამოვუცხადო უკრაინაში დაღუპული გმირების ოჯახებს და ახლობლებს…მათ უზენაესი ფასი გადაიხადეს თავისი ქვეყნისთვის, – აღნიშნულის შესახებ სამორი ბალდემ ნოე სულაბერიძის გადაცემაში “ნოესთან” განაცხადა.
სამორი ბალდემ უკრაინაში დაღუპული გმირების ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
“აფხაზეთი უდავოდ საქართველოა! სამაჩაბლო უდავოდ საქართველოა! რუსეთი უდავოდ ოკუპანტია. მჯერა ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის. მიუხედავად იმისა სად ვიმყოფები, ყოველთვის ვუყვები ადამიანებს, ვისაც არ უნდა შევხვდე, ჩვენი ქვეყნის შესახებ და კულტურას ვაცნობ. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო უკრაინაში დაღუპული გმირების ოჯახებს და ახლობლებს. მათ უზენაესი ფასი გადაიხადეს თავისი ქვეყნისთვის. მადლობას ვუხდი მათ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარ სათქმელს ამბობენ. დედაჩემი უკრაინაში დაიბადა, დონბასში, რომელიც ახლა ოკუპირებულია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება”, – საუბრობს სამორი ბალდე.
ამავე თემაზე:
წლების უნახავი – ნოე სულაბერიძე სამორი ბალდესთან მანჰეტენზე შეხვედრის კადრებს გვიზიარებს