LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “მინდოდა რომ კავკასიონის ქედებს ზევიდან მეფრინა…მინდოდა არწივი ვყოფილიყავი” – სოფო ჭუმბურიძე, მფრინავი ქალი, რომელმაც ბავშვობის ოცნება აიხდინა

91
BeFunky-collage - 2022-11-23T001423.771

“რუსთავი 2-ის” შუადღის გადაცემის გუნდმა ქართველ მფრინავ ქალზე, სოფო ჭუმბურიძეზე სიუჟეტი მოამზადა.

როგორც სოფო სიუჟეტში საუბრობს, ბავშვობიდან მფრინავობაზე ოცნებობდა და სურდა კავკასიონის ქედების ზევიდან ეფრინა.

“მინდოდა, რომ კავკასიონის ქედების ზევიდან მეფრინა. მინდოდა, რომ არწივი ვყოფილიყავი. ბავშვობიდან მფრინავი მინდოდა გამოვსულიყავი. ცოტა ხნით გერმანიაში ვიფრინე და მე-4 წელია საქართველოში ვაგრძელებ მოღვაწეობას. პირველად როდესაც შტურმანი დავიჭირე, იმდენად შემეშინდა, რომ ვიფიქრე მარტო მართვას ვერასდროს შევძლებდი. პირველი შეგრძნება იყო შიში და ამის დასაძლევად საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა. ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყო. ამ პროფესიაში ვაიმე არ არსებობს. დიდი პასუხისმგებლობაა და ძლიერი უნდა იყო და ეს სფერო გიყვარდეს”, – საუბრობს სოფო ჭუმბურიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები