LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მიქაუტაძის ბიჭი ვარ, ჟორჟმა მკითხა, გიო, ხომ არ გცივა?..“ – უსაყვარლესი ბიჭუნა საქართველო-სომხეთის ნაკრებების თამაშიდან, რომელმაც ყველას თავი დაამახსოვრა

285
ჟორჟი და გიორგი

palitravideo.ge აქვეყნებს ინტერვიუს უსაყვარლეს ბიჭუნასთან, გიორგი ძიგავასთან, რომელიც გიორგი მიქაუტაძესთან ერთად გამოვიდა საფეხბურთო მოედანზე საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშზე სომხეთთან და ჩვენი ყურადღება იმით მიიპყრო, რომ მას ჟორჟმა სიცივის გამო საკუთარი ზედა მოახურა.

„მე მიყვარს მიქაუტაძე და საქართველოს ნაკრები. მიქაუტაძის ბიჭი ვარ, ასე მეძახიან… ჟორჟმა მითხრა, გიო, ხომ არ გცივა? – ამბობს უსაყვარლესი ბიჭუნა, რომლის დედამ, მაკა ფასუაშვილი მცირე ხნის წინ ambebi.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი შვილს აუტისტური სპექტრისაა.

მაკა ფასუაშვილი „პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს:

„გიორგი უკვე რამდენიმე წელია დადის საფეხბურთო ნაკრებში, გვიტარდება ვარჯიშები პარასპორტის დარბაზში, იქიდან წაგვიყვანეს საქართველო-სომხეთის თამაშზე, გახსნის ცერემონიაში მივიღეთ მონაწილეობა. მისთვის გამოწვევა იყო ხმაური, სირენების ხმა, შეძახილები, ამან გამოიწვია სტერეოტიპული მოძრაობები, რაც საზოგადოებამ კანკალად და სიცივედ აღიქვა. შემდეგ, უკვე ბედნიერი ჩანდა ფოტოებში. აღარც შიში ჰქონდა, აღარც ემოციები, მეშინია და მცივაო, მანამდე ეუბნებოდა ჟორჟს.

გიორგის აინტერესებს კომპიუტერული პროგრამები, კომპიუტერის პროგრამული ნაწილი, შეუძლია რამდენიმე „ვინდოუსის“ გადაყენება, გარდა ამისა, იგონებდა ზღაპრებს და აცოცხლებდა რომელიღაც პროგრამაში, ახლა მოთხრობებს ფურცელზე წერს. მეორე მიმდინარეობაა კულინარია, რომელიც ძალიან აინტერესებს, იცის ბევრი ინგრედიენტი და სხვადასხვა ერის საკვები…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g