LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მირჩევნია, ჩემი ძველი პორშეთი ვიარო, ვიდრე ვიღაცამ მაჩუქოს 2026 წლის ბენტლი…“ – როგორ ცდილობენ მდიდარი კაცები ნეკა დოროყაშვილის ყიდვას

1154
ნეკა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილი „მადისაღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარია და საუბრობს მამაკაცებზე, რომლებსაც მისი ყიდვა სურთ, თუმცა არ გამოსდით, რადგან ის მყარი ღირებულებების ადამიანია.

„მე ვარ ქალი, რომელიც ღირებულებებს არ ღალატობს. როგორც არ უნდა დავთვრე, მე მახსოვს ჩემი ღირებულება. სიფხიზლეშიც და სიმთვრალეშიც ასე ვარ. ძალიან ბევრს ეს აღიზიანებს. განსაკუთრებით ისეთ მამაკაცებს, რომ იციან, ფულით ყველაფერს იყიდიან. ასეთი კაცები არ მევასება. მე პირიქით მომწონს კაცები, რომლებსაც შეუძლიათ დააფასონ ქალი, იამაყონ, იმაზე კი არ იფიქრონ, ეს ქალი წარმატებულია და მოდი, ვიყიდიო. მამაკაცები ბრაზდებიან, რომ ვერ მიყიდეს. უკაცრავად, ეგ შენი ბენტლი გაიკეთე უკან. მირჩევნია, ჩემი ძველი პორშეთი ვიარო, ვიდრე ვიღაცამ მაჩუქოს 2026 წლის ბენტლი. მე ადამიანს როცა ვუყურებ, ვიცი, რას ფიქრობს და თუ მისი ღირებულებები ჩემსას არ ემთხვევა, არ მაინტერესებს. მოდის კაცი, რომ შეგიძინოს და რომ ხვდება, მთელი სიცოცხლე რაც ეგონა, ის აქ არ ხდება, მერე ხვდება, რომ მთელი ცხოვრება ტყუილში ცხოვრობდა… სიყვარული რა არის? ნდობა, სიყვარული, პატივისცემა და ყოველდღიური არჩევანი… არ მჭირდება ისეთი ტიპი, რომელიც კანადაში გამაფრენს, მე მჭირდება მამაკაცი, რომელიც გადაღების წინ თმას დამიწნავს და ყავას მომიტანს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g