LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მის სიცოცხლეშივე ვიცოდით, რომ მეორე ასეთი არ არსებობდა… როდესაც სამყაროში, ქალაქში, თეატრში არც ერთ ადამიანთან არ ჰქონია წყენა, სულ ვფიქრობ როგორ მოახერხა ასე ცხოვრება… “ – როგორ იხსენებენ ზურა ბერიკაშვილს მეგობრები

269
გია ბაღაშვილი, თამარ ბუხნიკაშვილი, ზურა ბერიკაშვილი

ზურას ისეთი თვისებები ჰქონდა ლიტერატურულ გმირს რომ დაახასიათებ… – ასე გაიხსენეს ყველასათვის საყვარელი მსახიობი,ზურა ბერიკაშვილი გადაცემა „პოსტ ალიონში“ მეგობრებმა – გია ბაღაშვილმა და თამარ ბუხნიკაშვილმა.

გადაცემის წამყვანის და გარდაცვლილი მსახიობის ოჯახის წევრის, ნიკო ნანიტაშვილის თქმით რთულია ისაუბრო ზურა ბერიკაშვილზე წარსულში.

მისი თქმით დამღლელი ცხრა თვიანი ბრძოლის შემდეგ წავიდა ამ ქვეყნიდან უნიჭიერესი მსახიობი.

ეს იყო საოცარი, იშვიათი კაცი, მის სიცოცხლეშივე ვიცოდით, რომ მეორე ასეთი არ არსებობდა, ჩვენს თაობაში საუკეთესო იყო, ზურას ისეთი თვისებები ჰქონდა ლიტერატურულ გმირს რომ დაახასიათებ… ერთი სიტყვით რომ დაახასიათო ზურა იტყვი, რომ ეს იყო ღვთისნიერი კაცი… – თქვა გია ბაღაშვილმა მეგობარზე საუბრისას.

ზურას ისეთი იუმორის გრძნობა ჰქონდა, ისეთ რამეს იტყოდა ყველა ბედნიერები ვიყავით. სცენაზე იყო პროფესიონალი. როდესაც სამყაროში, ქალაქში, თეატრში არცერთ ადამიანთან არ ჰქონია წყენა, სულ ვფიქრობ როგორ მოახერხა ასე ცხოვრება“ – ასე გაიხსენა ზურა ბერიკაშვილი თამარ ბუხნიკაშვილმა.

„პოსტალიონი“ ზურა ბერიკაშვილს იხსენებს – ყველასათვის საყვარელი მსახიობის მეგობრები სტუმრად დილის შოუში

Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g