მსახიობი როლანდ ოქროპირიძე, რომელიც, ამავე დროს, გადაცემა „პოსტ ალიონის“ ერთ-ერთი წამყვანია, მაყურებელს გადაცემაში სიმღერითა და ლექსის წაკითხვით ანებივრებს.
„პოსტ ალიონის“ დღევანდელ ეპიზოდში მან „ყაყაჩო“ შეასრულა.
„მის ყოველ ნამღერს განსხვავებული და განსაკუთრებული ხიბლი ახლავს თან“, „უნიჭიერესი ბიჭი, ეს ვინ ჰყავს საქართველოს ასეთი ყოვლად შემკული ნიჭიერებით“, „უნიჭიერესი, სასწაული ადამიანი და გონიერი ლექსების ჯადოქარი“, „გამორჩეულია პიროვნული უბრალოებით და სასიამოვნოა მისი მოსმენა“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
🎶 ,,ყაყაჩო” – როლანდ ოქროპირიძე | 12.05.2025🎶 ,,ყაყაჩო” – როლანდ ოქროპირიძე
Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on ორშაბათი, 12 მაისი, 2025