სოფო ნიჟარაძე mere.pdcst-ის სტუმარი იყო, სადაც სხვადასხვა თემაზე გულახდილად ილაპარაკა.
ერთ-ერთი საკითხი, რაზედაც მომღერალმა ისაუბრა შვილის, ელის-მარია სააკაშვილის და მისი მამის, მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობას ეხებოდა.
„მიშა ძალიან თბილი მამაა, არც წარმომედგინა, რომ ბავშვებთან ასეთი ურთიერთობა შეეძლო.
ძალიან თბილი და მოსიყვარულეა, აი ვინ აძლევს კიდევ თავისუფლებას ალისას, ალბათ ჩემზე უფრო მეტადაც. ალისა სულ მეუბნება ხოლმე, რომ გამოვა მიშა, მერე მისი წესებით უნდა ვიცხოვროთ, მოსწონს მისი წესები, ჰგონია, რომ სრული თავისუფლება ექნება.
ალისას ძალიან უყვარს მამა, სულ მეკითხება ხოლმე, როდის დაბრუნდება, როდის მოვა ჩვენთან, ითხოვს კონკრეტიკას, პასუხი არ მაქვს ჯერჯერობით,“ – აღნიშნა სოფო ნიჟარაძემ.
