LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მიშა მესხი კინოეკრანზე ბრუნდება – რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმი კინოთეატრებში 2 იანვრიდან გამოდის

893
8333cabb-122d-4259-b849-d8fc4a971bbe

რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმი„ ლირიკა“ 2 იანვრიდან კინოთეატრებში გამოდის.

რეჟისორი ფილმის ანონსს გვიზიარებს და წერს:

„გთხოვთ, შეიყვაროთ და მიიღოთ ჩემი ახალი ფილმი „ლირიკა“, რომელიც ძალიან მალე გამოვა კინოთეატრებში!“

რეზო გვიზიარებს ფოტოკადრებს გადაღებებიდან:

„ახლა ეს კადრები უკვე სიყვარულის ისტორიად და ჩვენი გადამღები ჯგუფის ბედნიერ პერიოდად იქცა.

თქვენთვის კი, ეს არის მომავალი, ჩვენი ფილმის გამოსვლის მოლოდინი.

კინო მაგიურია, რადგან დროს აფიქსირებს.

გმადლობთ შესანიშნავ ფოტოგრაფებს, რომლებმაც ეს მომენტები ასახეს…“

„ლირიკა“ – ეს არის საახალწლო ქალაქური თავგადასავალი არჩევანსა და მეორე შანსზე, რომლის სიუჟეტიც ზამთრის თბილისში ვითარდება. ახალი წლის ღამეს მიშა – ყოფილი ფეხბურთელი ვარსკვლავი ოდესღაც ლეგენდარული სპორტული დინასტიიდან – სარეაბილიტაციო ცენტრს ტოვებს და ჯერ კიდევ მყიფე წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობს. შემთხვევით ის ხვდება საბას, 10 წლის ბიჭს, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები დედის ჩამოსვლას ელოდება. ერთად გატარებული ეს უბრალო და შემთხვევითი დღე კი რაღაც ბევრად უფრო მნიშვნელოვნად გადაიქცევა ამ ორი მარტო ადამიანისთვის. საბას თვალით დანახული მიშა არ არის დაცემული გმირი, არამედ ადამიანი, რომელსაც კვლავაც აქვს უნარი, მოისმინოს, იზრუნოს და შეიცვალოს. როცა ღამე ახლოვდება და წარსული თავისკენ ექაჩება მიშას, ის ყველაზე რთული არჩევანის წინაშე დგება – გაიმეოროს თავისი ისტორია, თუ ხელახლა გადაწეროს ის, რაც ერთი ხანმოკლე სატელეფონო ზარით იწყება.

რეჟისორ რეზო გიგინეიშვილისა და მსოფლიოში აღიარებული კინოოპერატორის, ვლადისლავ ოპელიანცის მიერ გადაღებულ ფილმში მთავარ როლს ოსკარზე ნომინირებული მიშა მესხი ასრულებს.

ფილმი ასევე აერთიანებს ქართული კინოს, მუსიკისა და სპორტის გამორჩეულ წარმომადგენლებს, მათ შორის არიან ილიკო სუხიშვილი, არჩილ და შოთა არველაძეები, დათო ევგენიძე, მურმან ჯინორია, გუგა კოტეტიშვილი, ქეთი დოლიძე, თორნიკე ბზიავა, ია შუღლიაშვილი და სხვები.

„ლირიკა” საახალწლო იგავია იმაზე, რომ ფსკერზე ყოფნის დროსაც კი, ცხოვრება გვაძლევს შანსს – ზოგჯერ რთულად შესამჩნევს – ხელახლა ავირჩიოთ საკუთარი თავი და ადამიანებს გაფრთხილება სჭირდებათ.

აღსანიშნავია, რომ ამ ფილმით მიშა მესხი ეკრანებზე ბრუნდება. გარდა ამისა, ფილმში მონაწილეობენ შოთა და რეზი არველაძეები, ილიკო სუხიშვილი და ანსამბლი „სუხიშვილები“, დათო ევგენიძე, ია შუღლიაშვილი და სხვა ცნობილი სახეები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g