LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მიშველეთ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, მარტის მერე არ ჰქონია გაბრიელს ტკივილები და ერთი კვირაა ვეღარ ვუჩერებ“ – თამუნა იარაჯული საზოგადოებას მიმართავს

217
2025-09-14_23-20-42_235222

თამუნა იარაჯული საზოგადოებას მიმართავს და შვილის გადარჩენისთვის ბრძოლაში დახმარებას სთხოვს.

მისი თქმით, გაბრიელს თავის ძლიერი ტკივილები აქვს და ძვლის ბიოფსია გარდაუვალი გახდა.

„მიშველეთ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, მარტის მერე არ ქონია გაბრიელს ტკiვილები და ერთი კვირაა ვეღარ ვუჩერებ, ერთად ერთი ისევ წაყვანაა საზღვარგარეთ გამოსავალი, დროებით გაჩერება დროებით სიცოცხლის გახანგრძლივებაა, მაგრამ უკვე მივდივართ კონკრეტულ კვლევაზე ბიოფსია გარდაუვალი გახდა ძვლის.

მეტს ვერაფერს დავწერ, იმის გარდა რომ გაბრიელს აქვს აუტიზმი, ვერ მეტყველებს, ეხლა უკვე პერიოდულად ვეღარ დადის, გავუკეთეთ სამი წლის უკან ურთულესი ოპერაცია და გადავრჩით კიბოს, ეხლა ვარაუდია ძვლის იშვიათი დაავადება, რომელიც მის ძვლებში აზიანებს ქსოვილებს და აქვს გაუსაძლისი ტკივილები,
ბევრჯერ მოგვიწია წაყვანა და რვა თვე ქონდა ეხლა შედეგი მაგრამ არ ვიცით ამ ეტაპზე რამ გამოიწვია ასეთი ძლიერი ტკივილები.

ამისთვის აუცილებლად უნდა წავიყვანო ჩემი 15 წლის შვილი, რომელსაც მხოლოდ ერთი ოცნება აქვს კაი, კაი, მან მხოლოდ სამი სიტყვა ისწავლა აქედან ორია ტკივა, კაი, მიშველეთ კიდევ ერთხელ გთხოვთ, გააზიარეთ პოსტი რომ ყველამ დაგვეხმაროთ და წავიყვანოთ აქამდეც გაბრიელი ამით არის ცოცხალი რომ გვიწევს თქვენი დახმარებით ვიზიტები, მაგრამ არის დაავადებები დაუდგენელი დიაგნოზი ქვია, რომელსაც ბევრი კვლევა და დრო ჭირდება გევედრებით არ დაიღალოთ თქვენს გარეშე გაბრიელს ვერ გადავარჩენ,
თითო ლარს აქვს მნიშვნელობა და თითო გაზიარებას, მიშველეთ კიდევ ერთხელ გთხოვთ.

მე თუ მკითხავთ, სიცოცხლეც მიჭირს უკვე, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ვიბრძოლო მის გადასარჩენად,
ყველაზე დიდი საფრთხე არის ის რომ ტკივილის დროს იზიანებს ძალიან თავს. მიშველეთ გთხოვთ მე ვერ დავნებდები, ასე მათხოვრობით მაგრამ უნდა შევძლო იქამდე მაინც სანამ რამე ოდესმე გვეშველება.

საქართველოს ბანკი
მიმღები: თამარ იარაჯული (დედა)

GE33BG0000000101172380

თიბისი ბანკი
მიმღები: თამარ იარაჯული (დედა)

GE51TB7475345063300022

PayPal: @Tiarajuli
@Tiarajuli
https://paypal.me/TIarajuli?country.x=GE&locale.x=en_US“, – ვკითხულობთ ტექსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g