„მისნაირი არავინ არსებობს 👑 ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონი გახდა 🤯“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში UFC წერს და ილია თოფურიას ბრძოლიდან კადრებს გვიზიარებს.
გამოქვეყნებულ ვიდეოს ათასობით ნახვა და მოწონება აქვს. გულშემატკივრები ილიას მისამართით მხარდაჭერას და დიდ სიყვარულს გამოხატავენ.