დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში აცხადებს, რომ მის შვილს მასთან ერთად ცხოვრება სურდა.
„მითხრა რომ – დე, ფული არ მჭირდება მე. წინა ღამეს გვიან დამირეკა, საუბრისას მითხრა, მოგწერ რაღაცასო. ხმამაღლა არ უნდოდა, ალბათ რომ ეთქვა და მომწერა, რომ – დე, თავისუფლად მინდა ვიყო, შენთან თავისუფლად ვარ, აქ ვერ ვარ თავისუფლად“, – ამბობს ნათია დიაკვნიშვილი.
ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძეს, რომელიც 16 იანვარს, ღამის 22:00 საათიდან ბათუმში გაუჩინარდა, სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურები დღემდე ეძებენ.