LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მითხრა, რომ შენი ადგილი თეატრში არის, მაგრამ სცენაზე არაო” – ნიკოლოზ წულუკიძე კარიერის საწყის ეტაპზე მომხდარ ისტორიას იხსენებს

341
BeFunky-collage - 2023-06-15T000542.062

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე გადაცემაში „პრაიმშოუ” კარიერის საწყის ეტაპზე საუბრობს და მისი თეატრში მოხვედრის ისტორიას იხსენებს.

„ყველა დროში, საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები კითხულობდნენ ჩვენთან ლექციებს. პირველი კურსის სტუდენტი ხვდები საოცარ გარემოში. ჩამოდიხარ კიბეებზე და ხვდები, რომ ეს ის ადგილია, სადაც ოთარ მეღვინეთუხუცესმა გურანდა გაბუნიას ხელი სთხოვა, ეს ის ადგილია, სადაც უამრავი ანსამბლი შეიქმნა.

გავხდი, 20 კილო დავიკელი, მაგრამ გოგი მარგველაშვილმა წლის ბოლოს მითხრა, რომ შენი ადგილი თეატრში არის, მაგრამ სცენაზე არაო. მინდა მას მადლობა გადავუხადო, რადგან რომ არა ბატონი გოგი, მე ალბათ ტელევიზორთან ვიჯდებოდი და ვიფიქრებდი, რომ შანსი არ მომეცა”, – საუბრობს ნიკოლოზ წულუკიძე.

magti 5g