LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მივიღებთ მოწვევებს სხვადასხვა რესტორნიდან… განსაკუთრებულად გვიყვარს ლობიანი და წიწიბურა“ – რას წერს ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებული სახალისო კადრების შემდეგ, პატარა ალექსანდრა იმერლიშვილის მამა

668
ალექსანდრა იმერლიშვილი

დღეს სოციალურ ქსელში პატარა ალექსანდრა იმერლიშვილის სახალისო ვიდეო ვირუსულად გავრცელდა – კადრები სცენაზე, სამეჯლისო ცეკვის დროს არის გადაღებული, პატარა გოგონა სხვა მოცეკვავეების გვერდით დგას, თუმცა არ ცეკვავს და დარბაზში მყოფებს ხელით ანიშნებს, რომ შია.

აღნიშნული კადრების გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელში იუმორნარევ სტატუსს აქვეყნებს ალექსანდრას მამა, თორნიკე იმერლიშვილი და წერს:

„მივიღებთ მოწვევებს სხვადასხვა რესტორნებიდან!

გაითვალისწინეთ, ალექსანდრას და მამასაც განსაკუთრებულად გვიყვარს ლობიანი და წიწიბურა.

ბევრი თბილი კომენტარი, მესიჯი და ზარი მივიღე! ჩემი სიცოცხლეა ეს! მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის!“ – წერს თორნიკე იმერლიშვილი სოციალურ ქსელში.

მივიღებთ მოწვევებს სხვა და სხვა რესტორნებიდან! ✅👇 გაითვალისწინეთ ალექსანდრას და მამასაც განსაკუთრებულად გვიყვარს …

Posted by Tornike Imerlishvili on ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g