მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ ქალაქ ახალციხეში გამართულ საახალწლო კონცერტზე იმღერა. მოგვიანებით მომღერალმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და დაწერა, რომ კიდევ 6 ქალაქში გეგმავს სტუმრობას. მან მსმენელებს მადლობა გადაუხადა:
„დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. მიყვარხართ! კიდევ 6 ქალაქში გესტუმრებით, თარიღებს დავწერ“ – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში და კონცერტიდან კადრებს უზიარებს გამომწერებს.
ვიდეო: „იცით, რატომ მიყვარს ამერიკა? ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და ამის გამო არავინ არავის ბლოკავს… ამხელა სიბოროტით ვერავინ ვერაფერს დამაკლებს და ჩემს საქმეს არაფერი გააფუჭებს“ – ნუცა ბუზალაძე „იმედის დღეში“
„ბულინგი და შემოტევები ჩემთვის სიახლე არ არის, უკვე ორი წელია, ამ ყველაფერს მყარად ვუძლებ“ – თქვა ნიცა ბუზალაძემ.
რამდენიმე დღით ადრე ბუზალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო ნიუ იორკში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა:
„ძალიან რთულია, როცა შენს სამშობლოში დაძაბული მდგომარეობაა, გამონახო ძალა სცენაზე მაყურებლის წინაშე წარსადგენად, ამიტომ 14 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტზე New york ში, მე აღარ მივიღებ მონაწილეობას. ჩემს თანამემამულეებს ვუსურვებ პირველ რიგში მშვიდობას და ევროპისკენ ღირსეულ წინსვლას! მიყვარხართ და მიყვარს ჩემი საქართველო“ – დაწერა ნუცა ბუზალაძემ.
ფოტო: „გრემი“ მოვდივარ!..“ – ნუცა ბუზალაძე „გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე დაპატიჟეს