თურქი მსახიობი ემრე კიზილირმაკი, რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იღებს მონაწილეობას, გადაცემა „პრაიმშოუს“ სტუმრობდა, სადაც არსებულ დატვირთულ გრაფიკზე, მოლოდინებზე და საქართველოზე ისაუბრა.
„ყოველდღიურად ვვარჯიშობ დღეში 5-6 საათს. ჩემი მეწყვილე ელენე პროფესიონალი მოცეკვავეა, მინდა მისთვის მაქსიმუმი გავაკეთო და არ გავუცრუო იმედები. ვგრძნობ პასუხისმგებლობას მისი კარიერის მიმართ და მინდა მისთვის გავაკეთო მაქსიმუმი, რომ ვიყოთ პირველები.
მოლოდინი მაქვს, რომ შევიძენ ბევრ მეგობარს, რადგან მე მიყვარს საქართველო, ჩვენი, შენი და ჩემი ერთობლივი ფილმის გადაღებების დროს შემიყვარდა. მომწონს კულტურა, ტრადიციები, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება და მინდა გითხრა, რომ ჩვენი კულტურა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ამიტომ, ეს ქვეყანა ძალიან ახლობელი გახდა ჩემთვის“, – ამბობს ემრე.
✨ ემრე კიზილირმაკი #პრაიმშოუში
? ყოველდღიურად ვვარჯიშობ დღეში 5-6 საათს… ელენე პროფესიონალი მოცეკვავეა, მინდა მისთვის მაქსიმუმი გავაკეთო და არ ავუცრუო იმედები
✨ ემრე კიზილირმაკი – “ცეკვავენ ვარსკვლავების” XII სეზონის მონაწილე
#პრაიმშოუ
#ცეკვავენვარსკვლავები
#აქიმედიაPosted by პრაიმშოუ • PrimeShow on Wednesday, November 22, 2023